სახელმწიფოს 2023 წელს მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის სუბსიდირება ₾207 მილიონი დაუჯდა

სახელმწიფოს 2023 წელს მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის სუბსიდირება ₾207 მილიონი დაუჯდა

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის სუბსიდირების გამო კვლავ მნიშვნელოვან ზარალს განიცდის.

როგორც ფისკალური რისკების დოკუმენტშია ნათქვამი, 2023 წელს ე.წ კვაზი-ფისკალური საქმიანობის, ანუ სოციალურ სექტორში გაზის მიწოდებით კომპანიის მიუღებელმა შემოსავალმა 207 მლნ ლარი შეადგინა.

“კომპანია კვლავ მნიშვნელოვან ზარალს განიცდის სოციალური გაზის მიწოდებით. 2023 წლის განმავლობაში რეალიზებული იქნა 2 282,3 მილიონი მ 3 გაზის მოცულობა სოციალურ სექტორში, რომლის შედეგადაც მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 206.9 მილიონი ლარი.

უნდა ჩავთვალოთ, რომ კომპანიაში 2022 წელს წარმოქმნილი ლიკვიდურობის პრობლემის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, სწორედ კვაზი-ფისკალური აქტივობების მაღალმა დონემ განაპირობა, რომლის აღმოსაფხვრელად კორპორაციამ სახელმწიფოსგან სესხის სახით მიიღო 230 მილიონი ლარი”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, “ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” მთავრობის დავალებით მოსახლეობისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის სუბსიდირება 2013 წელს დაიწყო. მაშინ სუბსიდიის დაწყებას სამომხმარებლო ტარიფის 5 თეთრით შემცირება მოყვა, მას შემდეგ კი სუბსიდიის მიზანი მოსახლეობის გაზის ტარიფის ზრდისგან დაცვა იყო.

სოციალური სექტორის სუბსიდირების გამო, GOGC-ის ფინანსური ლიკვიდობის პრობლემებიც შეექმნა, რის გამოც 2022 წელს კომპანიამ სახელმწიფოსგან 230 მილიონი ლარის მოკლევადიანი სესხი აიღო.

ცნობისთვის, ფისკალური რისკების დოკუმენტის მიხედვით, ე.წ. კვაზი ფისკალური აქტივობები ანუ სხვადასხვა მიმართულებით სუბსიდიები 3 სახელმწიფო საწარმოშია იდენტიფიცირებული – “ენგურჰესში”, “საქართველოს რკინიგზასა” და “საქართველოს გაზის და ნავთობის კორპორაციაში”.

მსგავსი სიახლეები

“ლიზინგის დარგს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს” – რა საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს სექტორი

“ლიზინგის დარგს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს” – რა საკანონმდებლო…

სალიზინგო სექტორის წარმომადგენლები დარგისთვის საკანონმდებლო და საგადასახადო მიმართულებით ცვლილებებს ითხოვენ. როგორც სალიზინგო კომპანიების ასოციაციაში BMG-ის განუცხადეს, ერთ-ერთი გამოწვევა ამჟამად სექტორისთვის მოქმედი…
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია – TOP-10 ექსპორტიორი/იმპორტიორი

ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია – TOP-10 ექსპორტიორი/იმპორტიორი

ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც ექსპორტ-იმპორტი 2024 წელს თითქმის $2 მილიარდამდე, უფრო კონკრეტულად კი 1 მილიარდ 915 მილიონ დოლარამდე…
მთავრობა შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადს აწესებს

მთავრობა შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადს აწესებს

“ქართული ოცნების” მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი…